პოპულარული და უკვე საკულტო კომპიუტერული თამაში World of Warcraft-ი მალე ფილმად იქცევა. როგორც პრესა იუწყება, პროექტი საკმაოდ მაღალბიუჯეტიანია. თამაშის მიხედვით შექმნილი ფილმის რეჟისორი დუნკან ჯონსი იქნება. 
სურათის სცენარისტი ჩარლზ ლივიტია. რომელი მსახიობი ჩაერთვება პროექტში, ჯერ უცნობია. 

World of Warcraft-ის სამყარო სავსეა სხვადასხვა სახის პერსონაჟებით, მათ შორის არიან დრაკონები, ზომბები, უცხოპლანეტელები. ამაღელვებელმა თამაშმა უკვე დაიპყრო მილიონობით ადამიანის გული.

World of Warcraft-ის ფილმის გადაღება 2013 წლის შემოდგომაზე დაიწყება. ფილმის პრემიერა 2015 წელს იგეგმება. 

მომზადებულია popcornnews.ru-ს მიხედვით.

წყარო/Source: http://www.ambebi.ge/kultura1/70616-kompiuteruli-thamashi-warcraft-i-filmad-iqceva.html#ixzz2JdLD1QG6