პოლ მაკარტნი ვიდეო თამაშისთვის მუსიკას დაწერს

პოლ მაკარტნიმ ჟურნალ Die Zeit-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ვიდეოთამაშისთვის მუსიკას წერს. 

მაკარტნის თქმით, კომპიუტერული თამაშები უფრო დიდი ტირაჟით იყიდება, ვიდრე მუსიკალური დისკები. ამასთან, თამაშის საუნდტრეკის წყალობით, მაკარტნის შემოქმედებას ახალი (მათ შორის ახალგაზრდა) აუდიტორია გაეცნობა. რომელი თამაშის

შექმნაში იღებს მუსიკოსი მონაწილეობას, უცნობია. 

2009 წელს გამოვიდა თამაში The Beatles. ვიდეოთამაშში როკ-ჯგუფის ათეულობით სიმღერაა გამოყნებული. ამჯერად მაკარტნი სიმღერის ძველი რეპერტუარიდან შესრულებას არ პირებს და ახალ საუნდტრეკზე მუშაობს. 

2012 წლის თებერვლის დასაწყისში პოლ მაკარტნი მე-15 სტუდიურ სოლო ალბომს "Kisses on the Bottom" გამოუშვებს. მუსიკალური დისკის ჩაწერაში მონაწილეობა ერიკ კლეპტონმა, სტივი უანდერმა და ჯაზის პროდუსერმა, ტომი ლიპუმამ (Tommy LiPuma) მიიღეს. 

მომზადებულია Die Zeit-ის მიხედვით.


წყარო/Source: http://www.ambebi.ge/kultura1/47595-pol-makartni-video-thamashisthvis-musikas-datsers.html#ixzz2JdPZgHPh