პოპ-ვარსკვლავი კეტი პერი ვიდეო თამაშის "სიმსის" გმირი გახდა, რომელიც ვირტუალური ცხოვრების სიმულაციაა.
The
Sims-ის გმირი კეტის ყველაფრით ჰგავს - ხასიათით, ხმით, ვიზუალით,
ჩაცმულობითა და ცხოვრების სტილით. ვარსკვლავი მისმა ვირტუალურმა ორეულმა
აღაფრთოვანა.
"ყოველთვის წარმოვიდგენდი ხოლმე საკუთარ თავს ნახატ გმირად და აი, ახლა მეც ერთ-ერთი "სიმი" ვარ", - განაცხადა ვარსკვლავმა.
The
Sims-ის შემქმნელი კომპანია Electronic Arts აცხდებს, რომ კეტი პერის ამ
განახლებულ თამაშში The Sims 3 Showtime, მთავარი როლი მიენიჭება.
"კეტი
პერი "სიმსის" მომხმარებლებში უკვე წლებია, ძალიან პოპულარულია. მისი ჰიტი
Hot and Cold ჩვენი თამაშის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მუსიკაა. სხვა
არცერთი შემსრულებელი ისე არ შეგვეფერება, როგორც კეტი", - განაცხადა
კომპანიის წარმომადგენელმა სტივ შნურმა.