კრიშტიანუ რონალდუს საცოლე წარმოშობით რუსი სუპერმოდელი ირინა შეიკივიდეოთამაშის Need For Speed მთავარი გმირი გახდა. თამაში გაყიდვაში 15 ნოემბერს გამოვა.
ირინას პარტნიორობას ასევე მოდელი კრისი ტაიგენი უწევს. გოგონები მთავარი პერსონაჟის მოწინააღმდეგეებს ასახიერებენ.

ირინა შეიკი მსგავსი გრანდიოზული პროექტის მონაწილე პირველად გახდა.

ვიდეოთამაშების მოყვარულებს ერთი სული აქვთ, როდის იხილავენ თამაშს საოცნებო ქალბატონის მონაწილეობით. გადაღებების პროცესით ირინაც ძალიან კმაყოფილია, თუმცა აღნიშნავს, იმას რომ გამოგონილ მანქანებთან პოზიორობა ცოტა არ იყოს გაუჭირდა.