სააგენტო yellowpress-ის ინფორმაციით, ჩინეთში მამამ შვილის წინააღმდეგ „ონლაინ ქილერები“ დაიქირავა. ბატონმა ფენმა ეს იმიტომ გააკეთა, რომ მისი შვილი მთელი დღე ონლაინ კომპიუტერულ თამაშსს თამაშობს. მისი აზრით, სწორედ ამიტომ მის შვილს არ აქვს სამსახური.

ბატონმა ფენმა გადაწყვიტა დაექირავებინა „ონლაინ ქილერები“. იგი კარგად გაერკვა იმ თამაშში, რომელსაც მისი შვილი თამაშობდა და საუკეთესო მოთამაშეებს მისი პერსონაჟის მოკვლა შეუკვეთა. როდესაც შვილი ონლაინ თამაშს იწყებდა, „ქილერები“ მას მალევე ამარცხებდნენ.

ამ ყველაფრის მიუხედავად მამის გეგმა ჩავარდა. შვილმა მოთმაშეებისგან გაიგო სიმართლე, რის შემდეგაც მამას განუცხადა, რომ მას უბრალოდ არ სურს სამსახურში მუშაობა და მაშინ დაიწყებს მუშაობს როდესაც მოუნდება. 

news.ge